English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ გიორგი ღაღანიძე ბადრი რამიშვილი
საქართველოს უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოს გამომწვევი მიზეზები და მათი დაძლევის გზები

რეზიუმე

ავტორები საქართველოს ეკონომიკური პრობლემებიდან უმთავრესად ანომალიურად უარყოფით სავაჭრო ბალანსს მიიჩნევენ. სწორედ ამ პრობლემას მიუძღვნეს მათ რამდენიმე გამოკვლევა. წინამდებარე სტატიაში საქართველოს სავაჭრო პრობლემები განხილულია ძირითადი სავაჭრო პარტნიორების რელევანტური რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის ფონზე. პრობლემების იდენტეფიცირებისთვის გამოყენებულია ისეთი ტრადიციული და შედარებით ახალი ინდიკატორები, როგორიცაა: სასაქონლო, მომსახურებისა და ერთობლივი ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები, სავაჭრო სალდო, იმპორტის წილი სავაჭრო ბრუნვაში, მშპ-ში ექსპორტისა და იმპორტის წილი,  ექსპორტისა და იმპორტის რაოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე, მიმდინარე საგადამხდელო ბალანსი და ა.შ. განხორციელებული კვლევის დროს ავტორები აქცენტს აკეთებენ საქართველოსთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე, როგორიცაა ანომალიურად დიდი უარყოფითი სალდო სასაქონლო ვაჭრობის მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები: საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი, იმპორტი, იმპორტჩანაცვლება, სავაჭრო ბალანსი, უარყოფითი სალდო.

საქართველოს ეკონომიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პერმანენტული კრიზისის წინაშე დგას. გადის წლები, იცვლება მთავრობები და ხედვები, ცალკეულ პერიოდებში თითქოს ეკონომიკის გამოცოცხლების იმედიც ჩნდება, თუმცა პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტა მაინც ეფემერული პერსპექტივის საკითხად რჩება. საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური პრობლემებიდან უმნიშვნელოვანესია ანომალიურად დიდი უარყოფითი სავაჭრო სალდო, რაც უკვე ათწლეულების განმავლობაში ნარჩუნდება და ფიტავს ქვეყნის საფინანსო ბაზას. 1990-იანი წლების პირველ ხანებში ამგვარ ვითარებასთან ადაპტაციას საქართველოს ეკონომიკა მოსახლეობის მიერ დაგროვილი ქონების ხარჯზე ახდენდა, რაც შემდგომ წლებში შრომითი ემიგრაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა და უცხოურმა ინვესტიციებმა ჩაანაცვლა. მაგრამ, ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს. ჯერ ერთი, შრომითი რესურსები ამოუწურავი არ არის და მეორე, წასული მოსახლეობა თანდათანობით კარგავს კავშირებს სამშობლოსთან, რაც ფულადი გზავნილების შემცირებას განაპირობებს. გამომდინარე აქედან, საქართველოს წინაშე უკვე დგას ან უახლოეს წლებში დადგება ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის პრობლემა, ძირითადად ადგილობრივი წარმოების ხარჯზე.

*  *  *

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფასების უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია საგარეო ვაჭრობაში შექმნილი მდგომარეობა. როდესაც ამ მხრივ ვითარება უარყოფითია, საქმე გვაქვს ეკონომიკის სტრუქტურულ პრობლემასთან, რისი ხანგრძლივად შენარჩუნება შეიძლება სისტემურ კრიზისში გადაიზარდოს, ეკონომიკური ზრდაც შეანელოს და რეცესიაც კი გამოიწვიოს. იმ ქვეყნებში, სადაც სავაჭრო ბალანსის დეფიციტი აღინიშნება, ადგილი აქვს დაგროვების დაბალ ნორმას რის შედეგადაც მოსახლეობის მიერ შენახული კაპიტალი იმდენად მცირეა, რომ ვერ უზრუნველყოფს საინვესტიციო მოთხოვნილებას და ამ დროს საჭირო ხდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და თუ ამ მხრივ პრობლემები შეიქმნება, საქმე ეკონომიკის შემცირებასთან გვექნება. იმ ქვეყნებში კი, რომელთა მოსახლეობა განსაკუთრებით ბევრ საფინანსო სახსრებს გაიღებს დაგროვებაზე, ადგილი აქვს სავაჭრო ბალანსის პროფიციტს. 

იმისთვის რომ კარგად გავერკვეთ საქართველოს საგარეო ვაჭრობის პრობლემებში, აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი. მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს სავაჭრო ბალანსთან დაკავშირებით განსხვავებული პრობლემები  აქვს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა აშშ. საგარეო ვაჭრობაში მისი პრობლემა მკვეთრად განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან და ამიტომ მას განცალკევებით შევეხებით. აშშ-ს აბსოლუტური მაჩვენებლებით, პლანეტაზე ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს და ეს ხანგრძლივად ნარჩუნდება, თუმცა განსაკუთრებულ პრობლემას ამ ქვეყნის ეკონომიკას ეს არ უქმნის. ამის მიზეზი დოლარში უნდა ვეძიოთ, რომელზე მოთხოვნაც მხოლოდ აშშ-ის სავაჭრო ბალანსზე არ არის დამოკიდებული, რადგან ის მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის უმთავრეს სარეზერვო ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ქვემოთ განხილული იქნება რამდენიმე სხვა საინტერესო მაგალითი და ამის ფონზე შეფასდება საქართველოს საგარეო ვაჭრობაში შექმნილი ვითარება. მსჯელობას დავიწყებთ საქართველოსთვის აქტუალური სავაჭრო პარტნიორების  მონაცემების ანალიზით.

ცხრილი 1

საქართველოსთვის აქტუალური ეკონომიკური პარტნიორების საგარეო ვაჭრობის ძირითადი მონაცემები 2016 წლის მიხედვით [ცხრილი შედგენილია 1-ის მონაცემების საფუძველზე]

 

სასაქონლო ექსპორტი

$მლრდ)

სასაქონლო იმპორტი

 ($მლრდ)

მომსახურების ექსპორტი   

 ($მლრდ)

მომსახურების იმპორტი 

($მლრდ)

სულ ექსპორტი                             

სულ იმპორტი

სავაჭრო სალდო ($მლრდ)

იმპორტის წილი სავაჭრო ბრუნვაში

1

2

3

4

5

6

7

8

ევროკავშირი

1932.3

1888.8

917.0

771.8

2849.3

2660.6

188.6

48%

აშშ

1454.6

2251.3

732.5

481.9

2187.1

2733.3

-546.1

55%

ჩინეთი

2098.1

1587.4

207.2

449.8

2305.4

2037.2

268.1

47%

ინდოეთი

264.0

359.0

161.2

133.0

425.2

492.0

-66.8

54%

იაპონია

644.9

606.9

168.7

182.6

813.6

789.6

24.0

49%

აგს

265.9

225.0

62.5

82.0

328.4

307.0

21.3

48%

ბრაზილია

185.2

143.4

32.5

61.4

217.8

204.9

12.9

48%

ირანი

66.0

40.0

9.9

13.9

75.9

53.9

22.0

41%

ბულგარეთი

25.9

28.8

8.4

4.5

34.4

33.3

1.0

49%

რუმინეთი

63.5

74.5

19.7

11.2

83.2

85.8

-2.5

51%

თურქეთი

142.5

198.6

37.0

20.4

179.5

219.0

-39.4

55%

რუსეთი

281.8

191.4

49.6

72.8

331.5

264.2

67.2

44%

ბელორუსი

23.3

27.5

6.7

4.2

30.1

31.8

-1.6

51%

აზერბაიჯანი

10.9

9.2

4.3

7.4

15.2

16.6

-1.3

52%

სომხეთი

1.7

3.2

1.5

1.7

3.3

4.9

-1.6

60%

უკრაინა

36.3

39.1

12.0

10.1

48.4

49.2

-0.8

51%

მოლდოვა

2.0

4.0

1.0

0.7

3.0

4.8

-1.7

61%

ლიტვა

24.9

27.1

7.3

4.9

32.3

32.1

0.1

50%

ლატვია

12.1

14.2

4.6

2.6

16.7

16.8

-0.1

50%

ესტონეთი

13.1

14.9

6.0

4.1

19.2

19.1

0.1

50%

ყაზახეთი

36.7

25.1

6.0

10.8

42.8

35.9

6.8

46%

უზბეკეთი

10.0

11.5

-

-

-

-

-

-

ყირგიზეთი

1.5

3.9

0.8

0.9

2.4

4.8

-2.4

67%

თურქმენეთი

11.0

7.0

-

-

-

-

-

-

ტაჯიკეთი

0.9

3.1

0.2

0.3

1.1

3.4

-2.3

75%

საქართველო

2.1

7.2

3.2

1.6

5.3

8.9

-3.5

62%

სავაჭრო პარტნიორების ნუსხა ჩვენ რამდენიმე მიზეზის გათვალისწინებით შევადგინეთ. პირველ რიგში მასში ჩავრთეთ ის სახელმწიფოები, რომელთაც ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვთ საქართველოსთან. გარდა ამისა, ისტორიული კავშირებისა და საერთო წარსულის გამო, ამგვარად მივიჩნიეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა. ევროკავშირის მონაცემებისგან განცალკევებით იქნა განხილული  ბულგარეთისა და რუმინეთის მონაცემები, რადგან ეს ქვეყნები ეკონომიკური განვითარების დონით ყველაზე ახლოს დგანან საქართველოსთან.

ცხრილი 1-დან მკაფიოდ გამოიყოფა ქვეყნების რამდენიმე ჯგუფი, რომელთაგან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის, სადაც საქართველოსთან ერთად შედის ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა და სომხეთი [4]. ყოველ მათგანს მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს და იმპორტის წილი სავაჭრო ბრუნვაში 60%-ს აღემატება. აღსანიშნავია რომ, ამ მაჩვენებლით მათგან საუკეთესოს, უახლოესი ქვეყნის მონაცემამდე 5 პროცენტული პუნქტი აშორებს. ასეთი უარყოფითი ბალანსი არა მარტო ეკონომიკურ პრობლემებზე, არამედ ეკონომიკის სტრუქტურულ დეგრადაციაზეც მიუთითებს, რისი გამომწვევიც მარტო ეკონომიკაში არ უნდა ვეძიოთ. მართლაც, ყოველ მათგანში ადგილი ჰქონდა მასშტაბურ სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ დესტაბილიზაციას - სამოქალაქო ომს, სახელმწიფო გადატრიალებას, ეთნიკურ კონფლიქტს ან რამდენიმე მათგანს ერთად. საქართველოსთვის განსაკუთრებულად ტრაგიკულია ის, რომ ასეთი ვითარება დიდხანს გრძელდება და ის 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოზე უარესი მაჩვენებელი ცხრილში წარმოდგენილი ქვეყნებიდან სავაჭრო სალდოს მხრივ, მხოლოდ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს აქვს. საქართველოს სავაჭრო პრობლემების გარკვეულწილად მოგვარებას შეუწყობდა ხელს ერთიანი ამიერკავკასიური ბაზრის შექმნა, რაც საწყის ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალური აგრარული მიმართულებით იქნებოდა, თუმცა ეკონომიკური დასაბუთების მიუხედავად, კეთილი ზრახვების იქით საქმე წინ არ წასულა[5].

ზემოთ განხილული ჯგუფის შემდეგ, ცხრილში, სავაჭრო დეფიციტის მხრივ, ყველაზე უარესი მაჩვენებლები აქვთ აშშ-სა და თურქეთს. პირველ მათგანს უკვე შევეხეთ, ხოლო რაც შეეხება მეორეს, ეს მეტად დამაფიქრებელია ჩვენთვის. თურქეთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის, რომელთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი უკანასკნელი წლების განმავლობაში სტაბილურად  $1 მლრდ-ზე მეტია. ამ შემთხვევაში შემდეგი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ: თურქეთი შეეცდება სავაჭრო დეფიციტის შემცირებას, რაც მას პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებისკენ უბიძგებს.  საქართველოს  სავაჭრო პარტნიორებიდან პოზიტიური სავაჭრო ბალანსით სამი ქვეყანა გამოირჩევა, ესენია: ირანი, რუსეთი და ყაზახეთი. სამივე ამ ქვეყანას აერთიანებს ის, რომ ისინი ნედლეულის მსხვილი მიმწოდებლები არიან, ხოლო პირველი ორის მკვეთრად დადებით სავაჭრო ბალანსს ეკონომიკური სანქციებიც უწყობს ხელს.

ევროკავშირთან ვაჭრობა, ნებისმიერი ჭრილით ანალიზის შემთხვევაში, დადებითი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გაერთიანებასთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს, იმპორტის სიდიდეც კი არ შეიძლება იყოს ამ დროს უარყოფითად აღქმული, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საქართველოში მაღალი ხარისხის საქონლის და ხშირ შემთხვევაში,  უახლესი ტექნოლოგიების შემოტანასთან[5]. რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის შეღწევის გაფართოებას, ამისთვის საჭიროა რელევანტური საექსპორტო სტრატეგიების შემუშავება, რაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას უნდა ეფუძნებოდეს[6]. აღნიშნულის საფუძველზე კი შესაძლებელი იქნება საქართველოს სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩინეთის მაგალითი, რომელსაც ასევე პროფიციტური სავაჭრო ბალანსი აქვს. ამ ქვეყნის დადებითი სალდო 2016 წლის მაჩვენებლით $268.1 მლრდ-ს შეადგენს. ეს არც არის საკვირველი, თუ ამ ქვეყნის პროფილს გავითვალისწინებთ თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში. მას ხშირად მსოფლიო ფაბრიკასაც კი უწოდებენ, რასაც სასაქონლო ექსპორტის მაჩვენებელიც ადასტურებს, რომელიც  ჩინეთს ყველაზე მაღალი აქვს მსოფლიოში და $2 ტრლნ-ს აჭარბებს. სასაქონლო ვაჭრობის მხრივ პროფიციტი კი $500 მლრდ-ს აღემატება. დიდი ხანი არ არის რაც საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ეს კი, ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფონზე წარმოშობს ეჭვს, რომ ამ ქვეყანასთან არსებული უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კიდევ უფრო გამძაფრდება, რასაც უკვე არსებული ფაქტობრივი მონაცემებიც ადასტურებს. კერძოდ, 2016 წელს არსებული დაახლოებით $380 მლნ-იანი დეფიციტი 2017 წელს $525 მლნ-მდე გაიზარდა.

ცრილიდან საქართველოსთან დაკავშირებული ერთი ნიშანდობლივი ფაქტის შესახებაც ვიგებთ. იგი, განხილულებს შორის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მომსახურების ექსპორტი მნიშვნელოვნად აჭარბებს სასაქონლოს. ეს, ტურისტული და სატრანსპორტო თალსაზრისით, მის უნიკალურ პოტენციალზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მომსახურების სავაჭრო სალდოს მხრივ მკვეთრად გამოხატული $1.6 მლრდ-იანი პროფიციტი აქვს და მომსახურების ექსპორტი 2-ჯერ აჭარბებს იმპორტს.

ვითარების უფრო ღრმა ანალიზისთვის, ჩვენი აზრით, სასურველი იქნება დამატებითი ინდიკატორების შემოტანა. ასეთებად მიგვაჩნია მშპ-ში ექსპორტისა და იმპორტის წილი, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე და მიმდინარე საგადამხდელო ბალანსი, გამოსახული მშპ-დან პროცენტული წილის სახით. 

ცხრილი 2

საქართველოსთვის აქტუალური ეკონომიკური პარტნიორების საგარეო ვაჭრობის დამატებითი მონაცემები 2016 წლის მიხედვით [ცხრილი შედგენილია 1,2,3-ის მონაცემების საფუძველზე]

 

მშპ   ($მლრდ-ში)

მშპ-ში ექსპორტის წილი

მშპ-ში იმპორტის წილი

მოსახლეობა მლნ

ექსპორტის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე

იმპორტის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე ($)

მიმდინარე საგადამხდელო ბალანსი % მშპ-დან

1

2

3

4

5

6

7

ევროკავშირი

16408.3

17.3%

-16.2%

516.2

5520

5154

2.4%

აშშ

18569.1

11.8%

-14.7%

326.6

6697

8369

-2.6%

ჩინეთი

11218.2

  20.5%

-18.1%

1379.3

1671

1477

1.8%

ინდოეთი

2256.4

18.8%

-21.8%

1281.9

332

384

-0.9%

იაპონია

4938.6

16.5%

-16.0%

126.4

6437

6247

3.9%

აგს

371.3

88.4%

-82.7%

6.0

54733

51167

2.4%

ბრაზილია

1798.6

12.1%

-11.4%

207.3

1051

988

-1.3%

ირანი

376.7

20.1%

-14.3%

82.0

926

657

6.3%

ბულგარეთი

52.4

65.6%

-63.5%

7.1

4845

4690

4.2%

რუმინეთი

187.0

44.5%

-45.9%

21.5

3870

3991

-2.4%

თურქეთი

857.4

20.9%

-25.5%

80.8

2221

2710

-3.8%

რუსეთი

1280.7

25.9%

-20.6%

142.2

2331

1858

1.7%

ბელორუსი

48.8

61.7%

-65.2%

9.5

3168

3347

-4.3%

აზერბაიჯანი

37.5

40.5%

-44.3%

9.9

1535

1677

-3.8%

სომხეთი

10.5

31.4%

-46.7%

3.0

1100

1633

-2.9%

უკრაინა

93.3

51.9%

-52.7%

44.0

1100

1118

-3.6%

მოლდოვა

6.7

44.8%

-71.6%

3.4

882

1412

-3.4%

ლიტვა

42.7

75.6%

-75.2%

2.8

11536

11464

-0.9%

ლატვია

27.6

60.5%

-60.9%

1.9

8789

8842

1.5%

ესტონეთი

23.1

83.1%

-82.7%

1.2

16000

15917

2.7%

ყაზახეთი

133.7

32.0%

-26.6%

18.5

2313

1941

-6.1%

უზბეკეთი

66.5

-

-

29.7

-

-

1.4%

ყირგიზეთი

6.5

36.9%

-73.8%

5.7

421

842

-9.4%

თურქმენეთი

36.1

-

-

5.3

-

-

-21%

ტაჯიკეთი

6.9

15.9%

-49.3%

8.4

131

405

-5.1%

საქართველო

14.2

37.3%

-62.7%

3.7

1432

2405

-12.4%

ცხრილი 2-ში მოყვანილი მაჩვენებლების ანალიზს მოსახლეობის ერთ სულზე ექსპორტისა და იმპორტის მოცულობით დავიწყებთ. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აქვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს(აგს), რაც ქვეყნის ეკონომიკური მოდელით აიხსნება. იგი ხომ ახლო აღმოსავლეთის სასაქონლო ჰაბად გვევლინება, სადაც ნახევარფაბრიკატების ან თითქმის მზა პროდუქციის იმპორტი, ლოგისტიკური დამუშავება, მისთვის შესაბამისი ფასეულობის დამატება და ექსპორტი ხდება. ასეთი მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტის გამოყენება საქართელოსთვისაც არ არის გამორიცხული, რადგან ჩვენ ქვეყანას  ამისთვის საჭირო მეტად აუცილებელი რესურსი აქვს- გეოპოლიტიკური მდებარეობა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების სავაჭრო პროფილზე მეტყველებს მშპ-ში ექსპორტისა და იმპორტის მაღალი წილიც.

მშპ-ში ექსპორტისა და იმპორტის წილი ასევე მაღალი აქვს ესტონეთს და ესეც გეოპოლიტიკური მდგომარეობის კარგად გამოყენების მაგალითია. ის ერთგვარ სავაჭრო დამაკავშირებლად გვევლინება რუსეთსა და ევროპას შორის. მოსახლეობის ერთ სულზე ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებით ესტონეთი მეორე ადგილზეა, თუმცა ის მკვეთრად, რამდენჯერმე ჩამორჩება აგს-ს ანალოგიურ მონაცემს. ეს ნიშნავს, რომ ესტონეთში გაცილებით მეტი ფასეულობის დამატება ხდება შემოტანილ პროდუქციაზე, ანუ იქ წარმოების უფრო რთული სისტემებია განვითარებული. ვფიქრობთ, ესტონური მოდელი უფრო საინტერესოა საქართველოსთვის ვიდრე აგს-სი.

ცხრილი 2-ის კონტექსტით პოსტსაბჭოთა ქვეყნების იმ ჯგუფის მონაცემებს თუ განვიხილავთ, რომლებიც საქართველოს მსგავსი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობით და უახლესი ისტორიული წარსულით ხასიათდებიან და რომელთა შესახებაც უკვე გვქონდა მსჯელობა, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენს ქვეყანას შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს ყველა იმ ინდიკატორის მიხედვით, რომელთა შედარებითაც შეიძლება გარკვეული დასკვნის გამოტანა. მაგალითად, საქართველოს ამ ქვეყნებთან შედარებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მოსახლეობის ერთ-სულზე ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის მიხედვით.

საქართველოს იმპორტი მოსახლეობის ერთ სულზე 2016 წელს შეადგენდა $2405-ს. თავისთავად იმპორტის მაღალი მაჩვენებელი არ არის საგანგაშო, ცუდია დიდი უარყოფითი ბალანსი. მაგალითად, ცხრილში მოყვანილი ქვეყნების იმპორტის საშუალო მაჩვენებელი მოსახლეობის ერთ სულზე  დაახლოებით $6000-ია, რაც, ალბათ, ოპტიმალურთან მიახლოებულია თანამედროვე გლობალურ სამყაროში. გამომდინარე აქედან, პერსპექტივაში უნდა გაიზარდოს საქართველოს როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც, ოღონდ ეს უკანასკნელი უფრო მაღალი ტემპებით უნდა მატულობდეს.

მშპ-ში მიმდინარე საგადამხდელო ბალანსის წილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შევამჩნევთ, რომ საქართველოს ამ მხრივ ყველაზე მაღალი უარყოფითი მონაცემი აქვს ცხრილში წარმოდგენილ ქვეყნებს შორის. აქ ერთგვარად საინტერესო ფაქტთან გვაქვს საქმე. ამ ინდიკატორის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მაღალი მონაცემები დადებითად შეიძლება შევაფასოთ. დადებითი მაჩვენებელი ნიშნავს ქვეყნის რეზიდენტების მიერ სხვა სახელმწიფოებში ინვესტირებას, ხოლო უარყოფითი კი უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეს. მაგალითად, საქართველოს მონაცემი მშპ-დან -12.4%, აბსოლუტური მაჩვენებლით უდრის დაახლოებით $1.76 მლრდ-ს, რაც დაახლოებით შეესაბამება ამ წლის უცხოური ინვესტიციების დონეს.

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდოს დაძლევის შესახებ მსჯელობისას უპირველესად  სასაქონლო მიმართულებას ვგულისხმობთ, რადგან, თუ ცხრილი 1-ის მონაცემებს გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ სწორედ ამ განხრით ჰქონდა  მას 2016 წელს $5 მლრდ-ზე მეტი გარღვევა, ხოლო მომსახურების ვაჭრობის მხრივ პოზიტიური მდგომარეობა დაფიქსირდა. საინტერესოა თუ როგორი ვითარება იყო საქართველოს  სასაქონლო ვაჭრობის მხრივ დინამიკაში, რის შესახებაც წარმოდგენას ცხრილი 3 იძლევა. 

ცხრილი 3

საქართველოს საგარეო სასაქონლო ვაჭრობის მაჩვენებლები

2010-2017 წწ.  პერიოდში [ცხრილი შედგენილია 3-ის მონაცემების საფუძველზე] 

წლები

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

იმპორტი (მლრდ აშშ დოლარი)

5.257

7.038

8.037

8.012

8.593

7.728

7.295

7.979

იმპორტის დინამიკა წინა წელთან შედარებით

117%

134%

114%

99.7%

107%

90%

94%

109%

ექსპორტი                       (მლრდ აშშ დოლარი)

1.677

2.187

2.376

2.910

2.861

2.204

2.113

2.727

ექსპორტის დინამიკა წინა წელთან შედარებით

148%

130%

109%

123%

98%

90%

96 %

129%

სავაჭრო ბრუნვა                (მლრდ აშშ დოლარი)

6.935

9.225

10.413

10.921

11.454

9.932

9.408

10.707

სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილი

76%

76%

77%

73%

75%

78%

78%

75%

სავაჭრო ბალანსი             (მლრდ აშშ დოლარი)

-3.580

-4.852

-5.661

-5.102

-5.733

-5.524

-5.182

-5.252

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე

1.380

1.693

1.606

1.812

1.873

1.637

1.657

2.063

 ცხრილი 3-ის თანახმად, სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილი, განსახილველ პერიოდში სტაბილურად მაღალი იყო და ის 73%-78% ფარგლებში მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 1995 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში ექსპორტისა და იმპორტის  აღრიცხვის საკითხი მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა, ყოველთვის მაღალი იყო და 2006-2009 წწ. პერიოდში დაახლოებით 80%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ 2000-2003 წწ. პერიოდში, ოფიციალური მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილი რამდენადმე დაბალი იყო და 69-71%-ს შეადგენდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებულად მაღალი კორუფციის გამო არ ხდებოდა იმპორტის სრულად აღრიცხვა, მაშინ, როდესაც ექსპორტის დამალვის არანაირი საჭიროება ბიზნესს არ ჰქონდა. 2010-2017 წწ. პერიოდში ზრდის ტენდენცია აღინიშნება სავაჭრო ბრუნვის მხრივ, გამონაკლისია 2015 და 2016 წლები, როდესაც საქართველოს საგარეო ბაზრებზე და ქართული ემიგრაციის ძირითად ქვეყნებში მიმდინარე კრიზისის და ლარის კურსის ვარდნის გამო შემცირდა ეკონომიკური აქტივობა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ წლებში ექსპორტიც და იმპორტიც დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკაში იმდენად სუსტია მატერიალური წარმოების სექტორი, რომ მან ვერ ისარგებლა ლარის კურსის დაცემის შედეგად წარმოშობილი მნიშვნელოვანი შეღავათით. ცხრილი 3-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2010-2017 წწ. პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტის მოცულობა და ზრდამ 52% შეადგინა. თავისთავად ეს ტენდენცია არ არის უარყოფითი მოვლენა, მაგრამ ვითარებას ართულებს ექსპორტის შეუსაბამოდ მცირე მაჩვენებლები და თავად იმპორტის სტრუქტურა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართელოს აქვს აგრარული პროდუქციის წარმოების პოტენციალი, განსახილველ პერიოდში საქართველოში საშუალოდ დაახლოებით $1 მლრდ-ს საკვები პროდუქციის იმპორტი ხორციელდებოდა. ეს კი დაუშვებელია, რადგან საქართველოს შეუძლია გამოკვებოს 12-16 მლნ ადამიანი, ხოლო აქედან მხოლოდ სოფლის მოსახლეობა შეიძლება იყოს 2.3მლნ-დან 4.5 მლნ-მდე[8].

დასკვნა

სტატიაში მოყვანილი სხვა მონაცემებისა და ცხრილ 3-ში წარმოდგენილი მაჩვენებლების საფუძველზე ნათლად ჩანს, რომ საქართველოს უმთავრესი პრობლემა სასაქონლო ვაჭრობის მხრივ არსებული მეტად დიდი უარყოფითი სალდოა, რაც წლების განმავლობაში გრძელდება. ეს მაჩვენებელი 2012 წლიდან დაწყებული, ყოველთვის აჭარბებს $5 მლრდს. სწორედ ამიტომ, წინამდებარე ნაშრომიდან შეიძლება მკაფიო დასკვნის გამოტანა, რაც სასაქონლო მიმართულებით ანომალიურად დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირების აუცილებლობას ეხება. ეს, ერთი მხრივ, ექსპორტის წახალისებისა და მეორე მხრივ კი იმპორტჩანაცვლების ხარჯზე, იმპორტის სტრუქტურის გაუმჯობესებით უნდა იქნეს მიღწეული. რისთვისაც აუცილებლად უნდა მოხდეს ექსპორტის წახალისებისა და იმპორტჩანაცლვების სტრატეგიების ფორმირება. ამავე დროს უნდა გავითვალისწინთ, რომ ამ ორი სტრატეგიის ერთობლივად ფორმირების შემთხვევაში, მათ ურთიერთფორსირების ეფექტი ექნება. მაგალითად, ექსპორტის წახალისების სტრატეგიის შემუშავებისას, ჯერ ერთი, მოხდება მოცემული საქონლით ადგილობრივი ბაზრის უკეთ უზრუნველყოფა და, მეორე მსგავსი სტრატეგია სიგნალს მისცემს მთელ დარგობრივ ფასეულობთა ჯაჭვს, რის შედეგადაც შეიძლება დაიწყოს საჭირო მაკომპლექტებლების ადგილობრივად წარმოება. გასათვალისწინებელია ასევე კლასტერული ეფექტიც, მომიჯნავე წარმოების განვითარების თვალსაზრისით. წარმატებული იმპორტჩანაცვლების სტრატეგია, თავის მხრივ, შეიძლება გადაიზარდოს საექსპორტო სტრატეგიაში. პორტერის გამოკვლევებს თუ დავეყრდნობით, საგარეო ბაზრის მიერ პროდუქციის მიღება ადგილობრივ ბაზარზე მიღწეულ წარმატებას ეფუძნება. თუ ამ მიდგომას მივიჩნევთ პრიორიტეტულად, მაშინ მივიღებთ, რომ ექსპორტის წახალისების სტრატეგია წარმატებული იმპორტჩანაცვლების სტრატეგიის გაგრძელება შეიძლება იყოს.

ხშირად ექსპორტის წახალისების სტრატეგია თავის თავში ინოვაციურ კომპონენტსაც მოიცავს. ეს კი ახალი ადგილობრივი ბაზრის გახსნის საფუძველი შეიძლება გახდეს. ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით იმპორტირებული სუბსტიტუტების ჩანაცვლება მოხდება. სწორედ ამიტომ კარგი შედეგის მომტანი იქნება ექსპორტის წახალისებისა და იმპორტჩანაცვლების სტრატეგიების ერთობლივად შემუშავება, რაც საბოლოოდ  საგარეო ვაჭრობის სტრატეგიად შეიძლება გაფორმდეს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. http://stat.wto.org/CountryProfile/WSDBCountryPFReporter.aspx?Language=E
  2. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/
  3. http://www.geostat.ge/
  4. Gaganidze G. "FOREIGN TRADE OF GEORGIA, MOLDOVA AND THE UKRAINE WITH THE EUROPEAN UNION AFTER SIGNING THE ASSOCIATION AGREEMENT". Ecoforum 7 (N1, 2018); ttp://www.ecoforumjournal.ro/index.php/eco/article/view/710 
  5. BA Ramishvili PP Koghuashvili  "THE PROSPECTS OF THE DEVELOPMENT OF AGRARIAN       SECTOR IN THE COUNTRIES OF SOUTH CAUCASUS IN THE CONDITIONS OF ECONOMIC GLOBAL",  ANNALS OF AGRARIAN SCIENCE 7 (4), 167-169.
  6. Gaganidze, Giorgi. "Competitive advantages of Georgian non-agricultural products on the EU market" The Business & Management Review; London  Vol. 6, Iss. 1, : 26-30. London: The Academy of Business and Retail Management (ABRM). (Feb 2015).
  7. Gaganidze  G.  "GEORGIAN EXPORT POTENTIAL UTILIZATION ON THE EU MARKET"; Journal of International Management Studies . 2016, Vol. 16 Issue 1, p13-18. 6p.   www.ebscohost.com
  8. Paata Koguashvili, Badri Ramishvili "CAPACITY OF GEORGIAN VILLAGE";   Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2014.